დაბრუნების პირობები

კომპანია ,,პისიშოპ.ჯი“ მადლობას გიხდით ნდობისთვის, ჩვენთვის თითოეული  თქვენგანი ძალიან მნიშნელოვანია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ტექნიკის ფართო არჩევანს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან. მიუხედავად ამისა არის შემთხვევები, როდესაც შეძენილ პროდუქტს შეიძლება აღმოაჩნდეს ქარხნული წუნი, მისი აღწერა შეიცავდეს უზუსტობებს და შეუსაბამობებს, ან შეძენილი ნივთი არ აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევებში მიღებიდან 14 კალენდარული დღის მანძილზე ხდება ნივთის დაბრუნება,შემდეგი პირობების გათვალისწინებით.

  • აუცილებელი მოთხოვნაა რომ ნივთს არ აღენიშნებოდეს ფიზიკური დაზიანებები, ნაკაწრები და ა.შ. ახლდეს სრული კომპლექტაცია, კუთვნილი ყუთის ჩათვლით. ნივთი ყველა მის ატრიბუტთან ერთად შეინახეთ უსაფრთხოდ.
  • პროდუქტს აუცილებელია თან ახლდეს ყველა ის აქსესუარი,რაც მას მოყვა (მაგ.: კაბელები, სახელმძღვანოლოები…). პროდუქტთან ერთად უნდა დაბრუნდეს მასთან ერთად აქციაში მოხვედრილი საჩუქრები/ვაუჩერები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხარჯის გამოქვითვა.
  • ნივთი უნდა იქნეს წარდგენილი პისიშოპის ნებისმიერ ფილიალში. დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე, ლაივ ჩათში ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე.

თანხის დაბრუნების პირობები:

  • ზემოთჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით შეკვეთის დაბრუნების შემდეგ  მომხმარებელს დაუყოვნებლივ დაუბრუნდება პროდუქციაში გადახდილი თანხა არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში.
  • თანხის დაბრუნება მოხდება იმ ანგარიშსწორების წესით, როგორი სახითაც მოხდა ნივთის შეძენა.

პროდუქტები, რომლებიც არ ექვემდებარება დაბრუნებას:

  • ნივთი, რომელსაც აღენიშნება ფიზიკური დაზიანება.
  • გააქტიურებული ლიცენზიები.
  • ჰიგიენასთან დაკავშირებული პროდუქტები
  • ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული პროდუქტები ან შერწყმული პროდუქტები.
  • და სხვა კანონით გათვალისწინებული შემთხვევევები.

საყურადღებოა:

  • ნივთის ჩაბარებისთანავე ყურადღება მიაქციეთ თუ როგორ მდგომარეობაში ჩაგბარდათ. თქვენი დროული რეაგირება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
  • ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, ფილიალში მოხვედრამდე თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა.გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ პროდუქციას უსაფრთხოდ შეფუთავთ, რათა თავიდან აიცილოთ პროდუქციის ან შეფუთვის დაზიანება.

მომხმარებლის სწორი ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ჩვენი გუნდი ნებისმიერ დროს მზადაა დაგეხმაროთ.

☏ დაგვირეკეთ