კომპანია „პისიშოპ.ჯი“ გთავაზობთ მოქნილ მიწოდების პირობებს საქართველოს მასშტაბით, რაც გაძლევთ შესაძლებლობას თქვენთვის სასურველ ვადებში მიიღოთ გამოწერილი ნივთები. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა გადამზიდავ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი შეკვეთის გადმოცემას.
შეგიძლიათ აირჩიოთ
- 2-4 საათის მიწოდება – ნივთი ჩაგბარდებათ შეკვეთის გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 საათში. ამ პირობით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 16:00 საათამდე განთავსებულ შეკვეთებში.
- იმავე დღეს მიწოდება – ნივთი ჩაგბარდებათ იმავე დღის ბოლომდე. მოცემული სერვისით სარგებლობას შეძლებთ თბილისის მასშტაბით,16:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთის შემთხვევაში.
- შემდეგი დღის მიწოდება – ნივთი ჩაგბარდებათ მომდევნო დღის ბოლომდე. ეს ვარიანტი საშუალებას გაძლევთ წინა დღით დაგეგმოთ მიწოდების ვადები. დამატებით კომენტარის ველში დეტალურად მიუთითეთ რომელი საათის ვადებში გსურთ მიიღოთ გზავნილი.
- 2-3 სამუშაო დღეში მიწოდება – ნივთი ჩაგბარდებათ მთელი საქართველოს მასშტაბით არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.
- 1-4 სამუშაო დღეში მიწოდება – ნივთი ჩაგბარდებათ საქართველოს მასშტაბით არაუმეტეს 4 სამუშაო დღეში. ამასთან, თუ შეკვეთის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 ლარს ან მეტს, მოქმედებს უფასო მიწოდება.
ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთი თავადაც გაიტანოს სასურველი ფილიალიდან, რომელსაც მიუთითებს კომენტარის ველში.
ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია შეკვეთა მომხმარებლამდე მივიდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რისთვისაც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:
შეკვეთის კურიერისთვის გადაცემის შემდეგ მეილზე კომპანია გიგზავნით სტატუსს – გამოგზავნილია/shipped, რაც გულისხმობს, რომ ნივთმა დატოვა მაღაზია და გადაეცა კურიერს. პარალელურად თქვენს მეილზე/ტელეფონის ნომერზე იღებთ ბმულს, რომლითაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ რა ეტაპზეა თქვენი შეკვეთა. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
(+995) 322 05 20 75
- თუ მიწოდების დათქმულ ვადებში კურიერი თქვენივე მიზეზით ვერ შეძლებს დაგიკავშირდეთ ან არ დახვდებით მითითებულ მისამართზე, შეკვეთა დაბრუნდება პისიშოპის ფილიალში, რის შემდეგაც მოგიწევთ თავად გატანა.
გაითვალისწინეთ, ნივთების ფილიალში დაბრუნებას გარკვეული დრო სჭირდება. შეკვეთის ჩვენთან დაბრუნებისთანავე დაგიკავშირდებით მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე.
- მომხმარებელმა შეკვეთის ჩაბარებამდე უნდა მიაქციოს ყურადღება რა მდგომარეობაში იბარებს ნივთს. ნივთის შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული. მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას თქვენ გაქვთ სრული უფლება არ დაიტოვოს ნივთი და გამოატანოთ კურიერს. ნივთი გამოგზავნამდე მოწმდება და ქარხნული შეფუთვის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება.
- შეკვეთის ჩაბარებამდე ყურადღება მიაქციეთ ნივთების რაოდენობას, რომ მოგვიანებით არ აღმოჩნდეს დანაკლისი, კომპანია გამოგზავნამდე ყველა აქსესუარს ფუთავს,არეგისტრირებს და შემდეგ ატანს კურიერს. დანაკლისის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე,რადგან ჩვენი მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება.
შეკვეთა ჩაბარების შემდეგ თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა,ნივთის გაუმართავობის შემთხვევაში იხილეთ დაბრუნების პირობები.